კახა კალაძე - ”სითი პარკს” აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ ჩვენ სამართლებრივი კუთხით მივდივართ

კომპანია ”სითი პარკს” აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ ჩვენ სამართლებრივი კუთხით მივდივართ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ის საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალური პასუხისგან თავს შეიკავებს, რომ მისი ნათქვამი შემდეგ ისევ ქალაქის მთავრობის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული.

”სითი პარკთან” დაკავშირებით ძალიან სხვადასხვა მოსაზრებები იყო. თუნდაც საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი ოპონენტებიც საუბრობდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ აი 25 მილიონს გადავუხდით და შემდეგ ამ თანხას გადაიხდის ის კომპანია, რომელიც შემოვა. შესაბამისად, ეს თანხები ისევ მოსახლეობას უნდა გადაეხადა, რადგან ეს თანხები იმ კომპანიას ისევ მოსახლეობიდან უნდა ამოეღო.

ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ წავსულიყავით სამართლებრივი გზით. კომპანიას აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ მე ამ წუთში თავს შევიკავებდი კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან საუბრარია სამართლებრივ გზაზე. შეიძლება ჩემი განცხადება მომდევნო წლების განმავლობაში ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა