დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე იფიქროს

”შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე იფიქროს.

როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის მოსვლისას მას ჰქონდა საკუთარი აზრები და როლი, მაგრამ მისი წასვლის თაობაზე საუბრისას არ მაქვს როლი.

„მე მაქვს სურვილი, რომ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლაზე კი არ იფიქროს, არამედ იმის გაკეთებაზე, რაც მას შეუძლია. ასევე, დაინტერესდეს იმ თემებით, რა ხდება მის ქვეყანაში, იმ პარლამენტში, სადაც ახალი მთავრობის დასამტკიცებლად უნდა მივიდნენ. დაინტერესდეს, შემთხვევით კონსტიტუციის დარღვევით ხომ არ ცვლიან კონსტიტუციას. აგერ, მეორე მოსმენისას რომ ინფორმაციის დაცვის თავში უცბად რაღაც ცვლილება შეაქვთ, აქ ხელისუფლების უზურპაციას ხომ არ აქვს ადგილი. ასევე, გაარკვიოს საზოგადოებრივ მაუწყებელში რა ხდება, რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რა რეკლამაზე საუბრობენ. მე ვურჩევდი ამ საკითხებით დაინტერესდეს და ქვეყნის შანსიც გაიზრდება და მისიც”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე იფიქროს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა