ნინო გოგუაძე - „უცნობი“ არ აკეთებს განცხადებას ისე, რომ ვინმე ზურგს არ უმაგრებდეს და წახალისებული არ იყოს

ეს თემები არის კონკრეტული პოლიტიკური ამოცანებისთვის გააქტიურებული და არც „უცნობი“ აკეთებს განცხადებას ისე, რომ მას ვინმე ზურგს არ უმაგრებდესდა წახალისებული არ იყოს“, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

გოგუაძე ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის მმართველ გუნდს ორი-სამი ადამიანის მეშვეობით მართვას. „ქართული ოცნების“ წევრთა პრინციპი კი ისაა, რომ მათ დისკომფორტი არ შეუქმნან ადამიანს, რომელიც პარტიის სტატუსისა და ძალაუფლების მატარებელია.

„ისევ წამოვიდა კორუფცია, კარტელური გარიგებები, კლანური გადანაწილებები და დიახ, როდესაც ასეთი თემები ჩნდება, მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ეს თემები არის კონკრეტული პოლიტიკური ამოცანებისთვის გააქტიურებული და არც „უცნობი“ აკეთებს ისე განცხადებას, რომ მას ვინმე ზურგს არ უმაგრებდეს და წახალისებული არ იყოს, მისი ეს განცხადება.

ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა მართვის მექანიზმი, როდესაც ის არ ჩნდება და „ქართული ოცნებს“ წევრებს ნამდვილად არ აქვთ ურთიერთობა ამ ადამიანთან. ივანიშვილი მთელ ამ პოლიტიკურ გუნდს მართავს ორი-სამი ადამიანის საშუალებით, ერთ-ერთი ალბათ კვირიკაშვილიც არის, ყოველი შემთხვევისთვის.

ასეთი დაპირისპირებები ამ პოლიტიკურ გუნდში, ჩემთვის ძალიან ნაცნობია. წახალისებულია და დიახ, მათ ამ დაპირისპირებების ნებართვა აღებული აქვთ. ერთადერთი პრინციპი, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს ევალება, ისაა, რომ რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწიოს და დისკომფორტი არ შეუქმნას იმ ადამიანს, რომელიც არის მათი სტატუსის და ძალაუფლების წყარო“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა