ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე პალმას ცეცხლი ეკიდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე პალმის ხეს ცეცხლი ეკიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს ”ფეისბუქში” ”აჭარული გვერდი” ავრცელებს.

როგორც კადრებში ჩანს, ხეზე მოკიდებული ცეცხლი თავდაპირველად სამართალდამცველებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევითა და ცეცხლმაქრის გამოყენებით ჩააქრეს, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ჯგუფიც მივიდა და ცეცხლმოკიდებული ხე წყლის ჭავლით დაამუშავა.

”აჭარული გვერდის” ინფორმაციით, ხეს ცეცხლი განგებ წაუკიდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა