საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰოეგი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის მისიის თბილისის ოფისიდან აცნობეს.

აქამდე ჰოეგი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან კი მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ერიკ ჰოეგი 16 წლის განმავლობაში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა დანიის საელჩოებში ტალინში, მოსკოვში და გაერო-ში დანიის მუდმივ წარმომადგენლობაში.

„საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვანი ელემენტია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილური სიტუაციის უზრუნველყოფისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა განვაგრძო მისიის მიერ აქამდე განხორციელებული შესანიშნავი სამუშაო“, - განაცხადა ერიკ ჰოეგმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო