მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მოუსმენენ

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგელობასა და სამთავრობო პროგრამას დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მოუსმენენ. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ განხილვებში მონაწილეობას გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებზე წარდგენილ პირებს მოუსმენენ.

ხუთი კომიტეტის: - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები პრემიერის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს შეხვდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ჯანელიძეს დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

განათლებისა და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ჯანდაცვის კომიტეტის წევრები შესაბამისი პროფილის მინისტრებს შეხვდებიან.

საკომიტეტო მოსმენები 10:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ასევე მოუსმენენ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ და “საქართველოს პატრიოტების“ წევრები.

მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა