მოზარდის დაჭრის საქმეზე პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველთა ნაწილი გამოკითხეს

ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში „თავისუფლების მოედნის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი დაჭრის თვითმხილველთა ნაწილი გამოკითხეს. მათი უმეტესობა არასრულწლოვანია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არასრულწლოვანთა მშობლები აცხადებენ, მათი შვილები შემთხვევის დროს ბაღში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველები მომხდარით დაინტერესდნენ.

რაიონული პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ დაჭრილი მოზარდის თანაკლასელები და სკოლელები. მათი ნაწილის გამოიკითხვა გუშინ ვერ მოხერხდა და, სავარაუდოდ, სამართალდამცველები პროცედურას დღეს გააგრძელებენ. პოლიციის შენობაში დაახლოებით 20-მდე პირი იმყოფებოდა.

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამდ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შოკის საწინააღმდეგო თერაპია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა