წამყვანმა საპარლამენტო კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი ისევ არ დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი კვლავ არ დაუჭირა.

კომიტეტმა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე წამყვანი კომიტეტია, უარყოფითი შეფასება ერთხმად გამოხატა. კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.

მთავარი, რასაც კომიტეტი ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხი და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებებით ე.წ. სტარტაპების დაფინანსების ინიციატივაა.

კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო