საიას თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას არ გამორიცხავს

თუ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები დამტკიცდება და გახდება კანონი, ვფიქრობთ, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

”თუ პრეზიდენტი დაადებს კანონში ცვლილებებს ვეტოს და მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნებს პარლამენტში, იმისათვის, რომ პარლამენტმა დაძლიოს ეს ვეტო, სჭირდება მინიმუმ 75-76 ხმა, გააჩნია სიითი შემადგენლობით რამდენი დეპუტატი იქნება. ასეთ შემთხვევაში, იქ სადღაც 9-10 დეპუტატის წინააღმდეგობაც კი იქნება საკმარისი, რომ ეს კანონპროექტი ვერ გავიდეს.

თუკი ეს კანონპროექტი მაინც გახდება კანონი, იქ დარღვეულია არაერთი ნორმა, რომელიც ჩემი, როგორც იურისტის გადასახედიდან არის არაკონსტიტუციური. თუ ეს ცვლილებები გახდება კანონი, ვფიქრობთ, რომ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდეთ”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

14 დეკემბერს, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების წახალისების, ინოვაციური განვითარების და მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა, ამასთან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს