დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესზე დაცვის მხარე საკუთარი შუამდგომლობების დაყენებას ისევ გეგმავს. ადვოკატების ერთ-ერთი შუამდგომლობა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნის მტკიცებულებად დართვას შეეხება.

შუამდგომლობების ეტაპის ამოწურვის შემდეგ კი მხარეები შესავალ სიტყვებზე გადავლენ და სასამართლოს იმ არგუმენტებს გააცნობენ, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი მოამზადეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესს მსჯავრდებული არ დაესწრება. დეკანოზმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და წინა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო