კახა კალაძე ნაძვის ხესთან განთავსებულ წარწერაზე - ეს არ არის პარტიული სააარჩევნო სლოგანი, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა

ეს არ არის სააარჩევნო სლოგანი, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა, - ასე განმარტა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსაზრება, რომ თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან წინასაარჩევნო პარტიული სლოგანია დაწერილი.

კახა კალაძემ ქალაქის საახალწლო გაფორმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი იქნება.

”ეს არ არის სააარჩევნო სლოგანი. ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი რაც შეიძლება მალე გავხადოთ სიცოცხლით სავსე. რა თქმა უნდა ამისთვის ბევრია სამუშაო. ბევრი პროექტია განსახორციელებელი.

ჩვენთვის მთავარი იყო, შეგვექმნა საახალწლო განწყობა მოსახლეობისთვის, რომ ყოფილიყო განსხვავებული. რამდენად შევძელით ეს, მოსახლეობამ გადაწყვიტოს. მე გაძლევთ პირობას, რომ დედაქალაქი მომდევნო წლების განმავლობაში უფრო ლამაზი იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს