დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე იფიქროს

”შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, თანამდებობიდან წასვლის ნაცვლად პრობლემების გამოსწორებაზე იფიქროს.

როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის მოსვლისას მას ჰქონდა საკუთარი აზრები და როლი, მაგრამ მისი წასვლის თაობაზე საუბრისას არ აქვს როლი.

„მე მაქვს სურვილი, რომ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლაზე კი არ იფიქროს, არამედ იმის გაკეთებაზე, რაც მას შეუძლია. ასევე, დაინტერესდეს იმ თემებით, რა ხდება მის ქვეყანაში, იმ პარლამენტში, სადაც ახალი მთავრობის დასამტკიცებლად უნდა მივიდნენ. დაინტერესდეს, შემთხვევით კონსტიტუციის დარღვევით ხომ არ ცვლიან კონსტიტუციას. აგერ, მეორე მოსმენისას რომ ინფორმაციის დაცვის თავში უცბად რაღაც ცვლილება შეაქვთ, აქ ხელისუფლების უზურპაციას ხომ არ აქვს ადგილი. ასევე, გაარკვიოს საზოგადოებრივ მაუწყებელში რა ხდება, რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რა რეკლამაზე საუბრობენ. მე ვურჩევდი ამ საკითხებით დაინტერესდეს და ქვეყნის შანსიც გაიზრდება და მისიც”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა