ორგანიზაცია „სიდა“ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ კვლევის შედეგებს წარადგენს

სასტუმრო ,,რუმსში“ დღეს, 10:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს წარადგენს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, კონფერენციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი გახსნის.

ღონისძების მეორე ნაწილი დაეთმობა დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების წარდგენას, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა იმ შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რომელიც არსებობს ბიზნეს სექტორში ბენეფიციართა ჯგუფის შრომითი რეაბილიტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

დასაქმების ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 115 ბიზნეს ორგანიზაციამ, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების განათლებისა და დასაქმების დაჭიროებების გამოვლენის კვლევაში ჩაერთო 291 ბენეფიციარი. კვლევა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში. კვლევა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან პარტნიორობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა