სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსის“ პრეზენტაციას გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსის“ პრეზენტაციას გამართავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების 2020 (HICD 2020) პროექტის ხელშეწყობით, შეიმუშავა და გეგმავს სამოქმედოდ შემოიღოს „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი“ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ქცევის საერთო წესების დასადგენად. კოდექსი ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაცულ იქნას პროფესიულ-ეთიკური სტანდარტები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმსა და პირადი პასუხისმგებლობის როლის გაძლიერებაზე.

შემსყიდველ ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეულია 300-მდე შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ღონისძიებას გახსნის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა