სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.  როგორც ”ინტერპრესნიუსს” "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, დღეს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების სოფელი წინუბანში მდებარე რაჭის, მშვიდობის, ხევსურეთის, მერი მდივანის ქუჩების კერძო სექტორის და საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ლოჭინის დასახლების №1, №2, №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.