გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 997 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, კარკუჩა და მიმდებარე სოფლებში, 11:20-დან 18:00 საათამდე 556 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, დულუზაურები, ჭიაურა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 18:00 საათამდე 1235 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ფიტავი, მენესო, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო