მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მდგომარეობა უცვლელია.

„პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უცვლელია - მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, - განაცხადეს კლინიკაში.

მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ფაქტის თვითმხილველები გამოკითხა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს