17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია. როგორც კლინიკა "მედინაში" "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული.

ახლობლები ხელვაჩაურში, მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

„ვიცით, რომ „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს“, - განაცხადეს ახლობლებმა.

17 წლამდე ბიჭი ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაში" გუშინწინ მოათავსეს. მას გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მუხლით გამოძიებას აწარმოებს.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ”17 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, ამ დრომდე კრიტიკულია”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო