მიხეილ სააკაშვილი - პეტრო პოროშენკომ უნამუსობის ახალი რეკორდი მოხსნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პრესმდივანის მიერ მისი წერილის გამოქვეყნების ფაქტს გამოეხმაურა.

„პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უნამუსობის ახალი რეკორდი მოხსნა და მისადმი ჩემი პირადი წერილი გამოაქვეყნა. რომ გესმოდეთ, ეს პირადი წერილი მე მას მივწერე იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ, მას შემდეგ, რაც სასამართლო მოვუგე პოროშენკოს, დასავლურ დიპლომატიურ კორპუსთან ჩემი კონსულტაციების შემდეგ. მას შემდეგ, რაც მე შევხვდი წამყვან დასავლელ დიპლომატებს, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მოლაპარაკებების პროცესის მცდელობა პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, რათა უკრაინა გამარჯვებული ყოფილიყო და მტერს არ ესარგებლა უკრაინის შიდა სისუსტით. ამ კონსულტაციების შემდეგ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თავიანთი პროცესი დაიწყეს, ხოლო მე მათთან შეთანხმებით ეს წერილი დავწერე. ამ წერილში არაფერი პირადული არ იყო. მე იმაზე ვწერდი თუ როგორ მოგვარებულიყო შექმნილი სიტუაცია და როგორ დაგვეწყო ამის თაობაზე მოლაპარაკება. იმ წერილში არაფერია ისეთი, რისი ხალხისგან დამალვა მსურდა. უბრალოდ არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რაც არ მაძლევდა მისი გამოქვეყნების საშუალებას. ამ წერილის გამოქვეყნებით თქვენი სისულელე აჩვენეთ. ამიტომაც გადავწყვიტე გამოვაქვეყნო ღია წერილი და იქ ყველაფერი ფუნდამენტურად აღწერილია. მას შემდეგ რაც გააკეთეთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უფრო დაკარგეთ ნდობა, მათ შორის აქ მყოფი დიპლომატების. ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო მცდელობა იყო გადამერჩინეთ თქვენივე საბედისწერო შეცდომებისგან, მაგრამ ახლა უმთავრესია უკრაინის გადარჩენა. ამიტომაც ჩვენ ამით დავკავდებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია ”ახალი ძალების” ლიდერისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

სვიატოსლავ ცეგოლკოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებდა და უშვებს.

„მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ ФСБ-ზე მუშაობაში ჩემი დადანაშაულება არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, მე ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე ვისაუბროთ“, - ნათქვამია წერილში.

იხილეთ ვიდეო: ”მიხეილ სააკაშვილი პეტრე პოროშენკოსადმი ვიდეომიმართვას აქვეყნებს”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა