გედევან ფოფხაძე - მინისტრები არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო კითხვების დასმის საჭიროება მათთან ნაკლებად გვაქვს

ესენი არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი მინისტრები და საჯარო კითხვების დასმის საჭიროება მათთან ნაკლებად გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ელოდებიან.

"კომიტეტის სხდომა ჩატარდება და ვისაც სურს, რომ საჯარო კითხვა დაისვას, ამის საშუალება ყველას ექნება. ესენი არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი მინისტრები და ჩვენ მაინცდამაინც საჯარო კითხვების საჭიროება მათთან ნაკლებად გვაქვს. შეგვიძლია რაც გვაინტერესებს ისედაც დავაზუსტოთ მათთან ურთიერთობაში. ერთიანი გუნდი ვართ ერთიანი პასუხისმგებლობით", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, მისთვის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ციფრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

"რეორგანიზაცია იყო კარგი და მთავრობას სჭირდებოდა ისეთი ორგანიზაციული ფორმის გამონახვა, რომელიც უფრო ეფექტური იქნებოდა. ჩემი აზრით, ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილებები. ახლა ველოდებით ამ გადაწყვეტილების შესაბამის ქმედებებს", - განაცხადა ფოფხაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა