საკრებულოს თავმჯდომარე გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან ერთად გაეცნო.

ადგილზე საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ისნის გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც იმყოფებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უახლოეს მომავალში ყველა ის მოსახლე დაკმაყოფილდეს, რომელთაც სპეცოპერაციის შედეგად ზიანი მიადგათ.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობაში მერიისა და გამგეობის ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული, რათა კორპუსის რეაბილიტაცია რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს.

საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განმარტებით კი, ამ დროისთვის კორპუსში 17 ოჯახი უკვე შესახლებულია. მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლებს მათთვის მიყენებული ზარალის აღწერის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო