ნიკი ჰეილი - ტრამპმა დამავალა იმ ქვეყნების სახელები ვაცნობო, რომელიც გაერო-ში კენჭისყრისას აშშ-ს წინააღმდეგ ხმას მისცემს

გაერო-ში აშშ-ს ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას, რომელზეც განხილული იქნება იერუსალიმის საკითხი.

“გაერო-ში ჩვენ ყოველთვის მოგვთხოვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი გავცეთ. როდესაც ამერიკელი ხალხის ნებით გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის თაობაზე თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო, არ ველოდებით იმას, რომ ვისაც ვეხმარებით, მათი სამიზნე გავხდებით. ხუთშაბათს კენჭისყრა გაიმართება, სადაც ჩვენი არჩევანის გაკრიტიკება იგეგმება. აშშ ჩაინიშნავს მათ სახელებს”, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

ნიკი ჰეილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას დაავალა იმ ქვეყნების შესახებ აცნობოს, ვინც აშშ-ს წინააღმდეგ მისცემს ხმას.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით კენჭისყრა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთისა და იემენის მიერ იყო ინიცირებული. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განკარგულება გასცა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, რასაც აღშფოთება მოჰყვა მუსლიმურ სამყაროში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა