გიორგი გახარია - მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მოზარდის დაჭრაში დამნაშავე პირებს დავაკავებთ

შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ თბილისში, გუშინ, მოზარდის დაჭრაში დამნაშავე პირებს უახლოეს პერიოდში დააკავებენ.

როგორც გახარიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, საქმეზე უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი.

"ვიცით, რომ დღეს მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. იმედია, დღის ბოლომდე მისი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცედურები და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ამ დანაშაულში დამნაშავე პირებსაც დავაკავებთ", - განაცხადა გახარიამ.

გუშინ, პირველი რესპუბლიკის ბაღში 15 წლის მოზარდი დაჭრეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს