ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებთან გააჩერებენ. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა შსს-სთან უკვე შეთანხმებულია.

"ჩვენ ვთქვით, რომ შესაძლებელია გამოიყოს კონკრეტული რაიონები, კონკრეტული ქუჩები, სადაც მათ შეეძლებათ გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებებზე. ვიცი, რომ დამუშავებულია კონკრეტული გეგმა შს სამინისტროსთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. ამით თავიდან ავიცილებთ ძალიან დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე აჩერებენ მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებსაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ქმნიან საცობებს, როცა ხდება ყველა ადგილზე გაჩერება. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, იქნება 14 ქუჩა, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ეს გააცანით მოსახლეობას.

მინდა ვთხოვო ტრანსპორტოს და კეთილმოწყობის სამსახურებს, რომ ამ 14 ქუჩაზე განახორციელოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსაცდელების გასაფართოებლად, რომ ამ კონკრეტულ ადგილებზე საცობები მიზანმიმართულად არ შევქმნათ. ეს არის მოსაწესრიგებელი. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ინფორმირება, რაიმე დისკომფორტი რომ არ გამოიწვიოს მძღოლებში და მოსახლეობაში," - განაცხდა კალაძემ.

მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელ 14 ქუჩაზეა საუბარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს