Fitch-მა ბაზისბანკს რეიტინგი "B+"მდე გაუზარდა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბაზისბანკს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა. გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) "B" დან "B+" მდე, გრძელვადიანი რეიტინგის პროგნოზი კი დაუდასტურა, როგორც "სტაბილური".

სააგენტომ ბანკს ასევე გაუზარდა მდგრადობის რეიტინგი (VR) "B" დან "B+" მდე.

Fitch-ის თანახმად, ბაზისბანკის რეიტინგის ზრდა მისმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა, კერძოდ - კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის მაღალმა მაჩვენებელმა და საკრედიტო პორტფელის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს