გიორგი გახარია - ვფიქრობ, პარლამენტში დისკუსია იქნება მწვავე, მაგრამ ჩვენც ამისთვის მზად ვართ

შს მინისტრი გიორგი გახარია მწვავე კითხვებზე საპასუხოდ მზად არის. როგორც გახარიამ პარლამენტში განაცხადა, ის მწვავე დისკუსიას ელოდება.

"ვფიქრობთ, დისკუსია იქნება მწვავე, მაგრამ ჩვენც მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, რომ მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ, თუმცა დაველოდოთ. მე, საბედნიეროდ მსგავს ფორმატში მსგავსი მიმართულებით პირველად მიწევს და როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობდით, ყოველთვის საქმიანი საუბარი გამოგვდიოდა და ვნახოთ, ახლა რა გამოგვივა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უპასუხებს თუ არა ყველა კითხვას, რომელიც ოპოზიციას ექნება, გახარიამ ასე უპასუხა: "იქ, სადაც ფორმატი მოგვცემს საშუალებას, ყველაფერს ვუპასუხებთ და სადაც ფორმატი არ მოგვცემს საშუალებას, ბოდიშს მოვიხდით".

ამ წუთებში პარლამენტის კომიტეტებში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა