ახალი წლის ღამეს მეტრო და ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს მეტრო და ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ავტობუსები დილის 4 საათამდე იმუშავებენ.

“საახალწლო კონცერტები 3 ლოკაციაზე გაიმართება. შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას უფასოდ . ასევე მინდა დავამატო, რომ ავტობუსების მომსახურება იქნება უფასო. ყველა რაიონიდან , ყველა უბნიდან შესაძლებელი იქნება , ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილში და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და დაესწროს კონტერტებს. მათი გადაყვანა უზრუნველყოფილი იქნება როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. უფასო მგზავრობა დილის 4 საათამდე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო