შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი დეპარტამენტი შეიქმნება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, - ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაწილში გამოწვევები საკმაოდ მაღალია.

”ხაზი მინდა გავუსვა ისეთ კომპონენტს შსს-ში, როგორიც არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. ამ ნაწილში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებები. ვფიქრობ, ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, იქამდე სანამ არ დასრულდება უწყებაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოოდ დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური უწყება იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ.”, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა