დავით სერგეენკო - ყველაზე მთავარი გამოწვევა მოსახლეობის ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ამის შესახებ სერგეენკომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სერგეენკოს თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს საკმარისი არაა.

„ყველაზე მთავარი გამოწვევა, ალბათ არის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის და არამარტო მათი წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ამაზე მე ვფიქრობ ცალკე გვექნება საუბარი. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით და მოიცავს სოციალურად დაუცველებს, ვისაც 100 000 ან ნაკლები ქულა აქვს. მათთვის ხელმისწვდომია ის მედიკამენტები, რომლებიც ფარავენ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს. თუმცა, ეს ,რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და როგორც მედიკამენტების ჩამონათვალის, ასევე ამ პროგრამით მოსარგებლეების გაზრდა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა