კახა კალაძე - სამშენებლო კომპანიებზე ნებართვები არ გაიცემა, თუ მშენებლობაზე მომუშავე სატვირთო მანქანების ჩამოსარეცხი მოწყობილობა არ ექნებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „არც ერთ სამშენებლო კომპანიაზე, რომელსაც მოედანზე სატვირთო მანქანების ჩამოსარეცხი მოწყობილობა არ ექნება, ნებართვა არ გაიცემა“.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამშენებლო მოედნებიდან გამოსული სატვირთო ავტომობილები ქუჩებს აბინძურებენ.

“როდესაც სატვირთო მანქანები შედიან სამშნებლო მოედნებზე, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინტრასრუქტურული სამუშაოები - სახლების მშენებლობა, სასტუმროების მშენებლობა, გამოსვლისას ქუჩებს აბინძურებენ. სრული კატასტროფა ხდება ამ მიმართულებით. მე მინდა ვთხოვო ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურებს, ამ მიმართულებით დაიწყონ მუშაობა. არც ერთი ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება მითითებული, რომ აუცილებლად უნდა მოეწყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩამორეცხვა ამ მანქანების, იმისთვის რომ ცენტრალურ ქუჩებზე ნაგავი არ გამოიტანონ. არსებულ მშენებლობებსაც დავავალოთ, რომ ასეთი ადგილები იქნეს მოწყობილი. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, ეს არ არის მხოლოდ სკვერების და პარკების რეაბილიტაცია და გაშენება. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა