მიხეილ ჯანელიძე - ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო უწყებაში გადასვლა საკითხის პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ფუნქციების დუბლირებას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„რეფორმის პროცესში მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერწყმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წლების მანძილზე მჭიდროდ, კოორდინებულად თანამშრომლობდნენ, თუმცა ხშირს შემთხვევაში ფუნქციების დუბლირებას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ გამოირიცხოს პარარელიზმი, დუბლირება, თანაკვეთა და შესაბამისად, საქმიანობა წარიმართოს უფრო ეფექტურად“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა ხაზს უსვამს მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას, ვინაიდან აღნიშნული ფუნქციები დაეკისრება არა სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არამედ უწყებას, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება, რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია და მინისტრი ვიცე-პრემიერის სტატუსით ხელმძღვანელობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს