გიორგი გახარია - შს სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება. რეფორმის ძირითად მიმართულებებზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმა დიდი ხანია მომწიფებულია.

”რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებები. ამიტომ, ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს უფრო ეფექტური და უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ეს რეფორმა უკვე დიდი ხანია მომწიფდა და ამ რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული მიმართულება”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ნაწილში აუცილებლად უნდა გამოიყოს რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი.

”პირველი ეს არის საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი, თუმცა ერთი ქოლგის ქვეშ სინერგიის შენარჩუნება აქაც აუცილებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი - ე.წ. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, რამაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რის საფუძველზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონცეპტუალურად უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და შემდგომ მისი განვითარება. რეფორმის ძირითად კონცეპტი უკვე არსებობს და იანვრიდან განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორც კი იქნება დრაფტი ამ რეფორმის, დაახლოებით თებერვალში, ჩვენ მზად ვიქნებით წარმოვადგინოთ ნებისმიერ ფორმატში, რომელსაც პარლამენტი ისურვებს”, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ”შს სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება - გიორგი გახარია”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა