დიმიტრი ქუმსიშვილი - რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს

რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეფორმები მოიცავს შემდეგ საკითხებს, როგორიცაა - კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმას, საჯარო კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიღებას, დაზღვევისა და მიწის რეფორმას, სივრცით დაგეგმარებასა და დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებას, მთავარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ლარიზაციის პროექტს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ზოგადად, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, წიაღის მართვას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ინკლუზიურ მმართველობას.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა