მიხეილ ჩხენკელი - იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა

იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ჩხენკელის თქმით, მინისტრად დანიშვნისთანავე ბულინგთან და ძალადობასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, უფრო გაძლიერდება სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისი.

„განათლების მინისტრად დანიშვნისთანავე, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოვაცხადე სკოლებში ბულინგთან და ყველანაირ ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა. დავიწყეთ ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ ფარტომასშტაბიანი კამპანია, დარგის სპეციალისტების და კვალიფიციური ფსიქოლოგების მონაწილეობით. ჩვენი ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ სკოლებში. სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. სკოლების ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება. ჩვენი მიზანია არამხოლოდ ძალადობის გამოვლენაზე რეაგირება, არამედ პირველ რიგში მისი პრევენცია. იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა. დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები. ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში, სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ. მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც განათლების მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ძალადობისა და ბულინგის დასამარცხებლად, მოზარდებთან უწყვეტი დიალოგია აუცილებელი.

„პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია უწყვეტი დიალოგი მოზარდებთან. უკვე დავიწყეთ მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი, მოვუსმინოთ მოსწავლეებს. გვჯერა, რომ მათი მონაწილეობა არსებითია პრობლემების უფრო ცხადად დასანახად და ძალადობისა და ბულინგის დასამარცხებლად“, - განაცხადა ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა