გიორგი გახარია - საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა

შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო პოლიცია რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლას საჭიროებს. როგორც გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საპატრულო პოლიცია უნდა გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი.

”მოვიდა დრო საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის. რამდენიმე წლის წინ, საპატრულო პოლიციამ განიცადა რეფორმირება და ეს რეფორმა წარმატებით ჩატარდა, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითადი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომელიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში და ინსტიტუტში, საჭიროებს დახვეწას. საერთოდ არ მუშაოს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფროვნება და დიჯიტალიზაცია. ჩვენ დღეს ვხედავთ აშკარა ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციო მომსახურეობა უფრო ფართოვდება. მოსახლეობაში საპოლიციო მომსახურეობაზე და სერვისებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ თუ ე.წ. ბექის კომპონენტი სასწრაფოდ არ დავალაგეთ, საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება იქნება რთული. ამიტომ, ის პირველი ამოცანები, რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას, არის ის, რომ გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი. საპატრულო პოლიციამ უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული პლატფორმის სახე და ეს საპოლიცო სერვისები უფრო გაფართოვდება და მოხმარდება მოქალაქეების პირველადი უსაფრთხოების მიმართულებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას”, - აღნიშნა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო