მიხეილ ჩხენკელი - ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ, დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას

დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოზარდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გასაღრმავებლად, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთკავშირი გაძლიერდება.

„მოზარდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გასაღრმავებლად, კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად, სწავლის შემდეგი ეტაპებისთვის მოსამზადებლად, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთკავშირს გავაძლიერებთ. უმაღლესი რანგის პროფესიონალებს, მეცნიერებსა და მკვლევარებს სკოლას დავუკავშირებთ. ახალ პროექტ „ევრიკას“ ფარგლებში სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ. დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. სწავლების ეს ციკლი შესაბამისი საგნის პედაგოგებსაც მისცემს პროფესიული განვითარების საშუალებას“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს