დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში

2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 18.6%-ით, ხოლო გამოშვება 19.6%-ით გაიზარდა. ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას. 2017 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის დასაქმება 6.3%-ით გაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,911-ით მეტი ადამიანი დასაქმდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში.

ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წელს უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

მისივე თქმით, გარდა ამისა, 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ იქონია.

როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი წმინდა ექსპორტმა შეიტანა და 4.0 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ამასთან, ქუმსიშვილის განცხადებით, აღსანიშნავია რეალური ინვესტიციების (0.3 პ.პ) და რეალური მოხმარების (0.8 პ.პ) პოზიტიური წვლილი ეკონომიკური ზრდაში. 2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა დაუახლოვდა პოტენციურ დონეს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა