ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ჯავა“ განახორციელებს

ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ჯავა“ განახორციელებს. რეაბილიტაცისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება, რაც გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე (9 994 513.00 ლარზე) 1 979 923 ლარით მეტია.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში“ აცხადებენ, რომ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

„გამარჯვებული დღეს გამოვლინდა. შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანია ახალ წლამდე დაიწყებს მობილიზაციას“, - აღნიშნეს ფონდში.

კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს