შს მინისტრი - პოლიციის აკადემია უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ უწყებად გარდაიქმნება

პოლიციის აკადემია უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ უწყებად გარდაიქმნება, - აღნიშნული რეფორმის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციის აკადემია საბოლოოდ უნდა გახდეს ერთადერთი წყარო სისტემაში ადამიანის მოხვედრის.

”ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ადამიანური რესურსების მართვა. პოლიციის აკადემია შს სამინისტროში ძლიერი კომპონენტია, თუმცა შესაძლებელია მისი უფრო ეფექტურად გამოყენება. პოლიციის აკადემია უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული უწყება და ვერ ვხედავთ დღეის მდგომარეობით იმის აუცილებლობას, რომ ის იყოს უმაღლესი განათლებით დაკავებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვაპირებთ გარკვეულ გადალაგებას, რათა პოლიციის აკადემია იყოს ერთ-ერთი და საბოლოოდ ერთადერთი წყარო სისტემაში ადამიანის მოხვედრის. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საუკეთესო კადრები და ახალგაზრდობა მოვიწვიოთ შს სამინისტროში”, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა