ლევან იზორია - მომავალ წელს აშშ-სთან ერთად ვიწყებთ თავდაცვის მზადყოფნის ყველაზე ამბიციურ პროგრამას

მომავალ წელს, აშშ-სთან ერთად ვიწყებთ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას - ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომელიც კი დღემდე გვქონია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ამერიკასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა.

„მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. სწორედ, ამ პროგრამის ფარგლებში წელს დავიწყეთ საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და შესაბამისად, მაისის თვეში დავიწყებთ ერთობლივ წვრთნებს და 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ესეც არის ერთ-ერთი მიღწევა, კერძოდ, გრძელვადიანი თანამშრომლობის, რომლის პრეცენდენტიც მანამდე არ გვქონია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა, ანტისაჰაერო სისტემის მიმართულებით არსებულ მიღწევაზე.

„წლის განმავლობაში გახლდით პარიზში, მქონდა შესაძლებლობა, რომ ადგილზე ქარხნებში მენახა ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც შევიძინეთ. ეს ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოშია, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს უფრო მეტად დაცული. გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა გავაგრძელოთ ფრანგ კოლეგებთან“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო