მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

შემდგომ წლებში განათლებისა და მეცნიერების სექტორის პროპორციული წილი მშპ-სთან მიმართებაში ბიუჯეტის ნაწილში მკვეთრად უნდა გავზარდოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მამუკა ბახტაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელის გატარებაც ფინანსთა სამინისტროში იგეგმება.

„ამ კუთხით არის 3 ძირითადი მიმართულება, რომელთა შორის პირველი არის ფისკალური პოლიტიკა, სადაც ჩვენ მთავარ ამოცანად განვსაზღვრეთ ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა. აღნიშნული პოლიტიკის ჩარჩოებში პრიორიტეტები იქნება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. მეორე გახლავთ მთავრობის მცირე ზომის კონცეფცია, რესურების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს კონკრეტული წლის ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ შემდგომ წლებში განათლებისა და მეცნიერების სექტორის პროპორციული წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტის ნაწილში მკვეთრად უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს