გიგა ბოკერია მთავრობის შემადგენლობაზე - ეს არის გუნდი, რომელსაც არ აქვს ხედვა, არც სტრატეგია, არც საკუთარი თავის რწმენა

ეს არის გუნდი, რომელსაც არ აქვს ხედვა, არც სტრატეგია, არც რწმენა საკუთარი თავის, უბრალოდ სანამ გასდით, იქამდე არიან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მინისტრობის კანდიდატების მოსმენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ბოკერია მიიჩნევს, რომ პარლამენტში სერიოზული დისკუსიის საშუალება არ იქნება.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ფორმატიც და ეს განხილვაც აგრძელებს იმ ტრადიციას, რაც „ოცნებამ“ შექმნა და ეს არის ის, რომ ეს ყველაფერი არის ფორმალობა. აქ სერიოზული დისკუსიის საშუალება არ იქნება, რადგან ესენი არიან მინისტრები, რომლებიც კანონის დარღვებით არ ცხადდებოდნენ ჩვენი მოთხოვნით პარლამენტში. ესენი არ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე და აქაც 9 9% არის თავის ქება, ნათელი აწმყოს დახატვა, თითქოს ყველაფერი კარგად არის. შემდეგ იქნება რამდენიმე კითხვის დასმის საშუალება, პასუხების დრო კი შეიძლება აღარც დაგვრჩეს. ეს არის გამოწვევა, რადგან პარლამენტი „ოცნებამ“ აქცია უბრალო სტატისტად. რაც შეეხება შინაარსს, ეს არის გუნდი, რომელსაც არ აქვს ხედვა, არც სტრატეგია, არც რწმენა საკუთარი თავის, უბრალოდ სანამ გასდით, იქამდე არიან აქ და იციან, რომ აქვთ უმრავლესობის მხარდაჭერა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება კითხვებს, უმცირესობის დეპუტატის თქმით, კითხვები შეეხება ყველა მიმართულებას, მაგრამ ამის საშუალებას ფორმატი არ მისცემს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა