მიხეილ გიორგაძე - უპრეცედენტო იყო ბიუჯეტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით დაიხარჯა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, 53 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა კულტურული მემკვიდრების მიმართულებით, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 500-ზე მეტ ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო-კვლევა-საკონსერვაციო სამუშაოები.

„2017-2018 წლებში 4 პრიორიტეტი გვაქვს სტრატეგიიდან ამოღებული, სადაც ჯამში 8 პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პრიორიტეტები თანხვედრაში მოდის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის რეფორმასთან და წარმოადგენს: სახელოვნებო განათლებას, ინფრასტრუქტურას, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებასა და კარგ მმართველობას. უნდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად უპრეცედენტო იყო ბიუჯეტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით დაიხარჯა. მან 53 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 34 მილიონი ლარი „ქართუ ფონდის“ კონტრიბუცია იყო. 500-ზე მეტ ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო-კვლევა-საკონსერვაციო სამუშაოები“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა