მიხეილ ჩხენკელი - შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდეგ, მოზარდი, ზოგადი განათლების ატესტატის ექვივალენტურ სერთიფიკატს მიიღებს

განათლების მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდეგაც, მოზარდი, ზოგადი განათლების ატესტატის ექვივალენტურ სერთიფიკატს მიიღებს. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პროფესიულ განათლებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

„განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შორის კავშირები. დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები. მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამის დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ მიიღონ სკოლის ატესტატის ექვივალენტური სერთიფიკატი. დღეს ოჯახების უმეტესობას, სურს შვილმა ჩააბაროს უმაღლესში და არა პროფესიულ კოლეჯში. გვჯერა, რომ უნივერსიტეტების ბაზაზე, პროფესიული სკოლების გახსნით და უმაღლესი პროფესიული განათლების დამკვიდრებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ პროგრამებში ჩართული სტუდენტების რიცხვი“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო