რუსთავის მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებ მოხუცებსა და შშმ პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ

რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებ მოხუცებსა და ქალაქში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამ პირს სამედიცინო ეტლები გადაეცათ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ და ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ტუხაშვილმა ბენეფიციარებს საჩუქარი პირადად მიუტანეს.

,,რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, შშმ პირთათვის მსგავს ერთობლივ სოციალურ აქციებს პერიოდულად ვმართავთ.

ჩვენ რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, სპეციალური გადასაადგილებელი სამედიცინო ეტლებით ვუზრუნველყოფთ და ეს აქცია მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა