გიორგი გახარია - იმ აღქმის უკან, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები

იმ აღქმის უკან, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

”იმ აღქმის უკან, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები. თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე მსგავსი პრობლემების დაძლევა არის შეუძლებელი. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ღია და მაქსიმალურად ტრანსფარენტული უწყება. დიდი იმედი გვაქვს, დავიმსახურებთ იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპოლიციო სერვისების მისაწოდებლად”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, იქ, სადაც იქნება საჭიროება პოლიციელის მუნდირის დაცვის, მოხდება მისი დაცვა, ხოლო იქ, სადაც საჭიროება იქნება უწყება იყოს კანონის ფარგლებში, აქაც მისი რეაქცია იქნება სწრაფი.

”იქ, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, მაქსიმალურად დავიცავთ პოლიციის მუნდირს და თითოეული პოლიციელის ინტერესს. იქ, სადაც იქნება საჭიროება, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, აქაც ჩვენი რეაქცია იქნება სწრაფი”, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა