ზურაბ ალავიძე - ვაპირებთ, რომ 2018 წელს 200 კილომეტრამდე გზას ჩავუტაროთ რეაბილიტაცია

ვაპირებთ, რომ 2018 წელს რებილიტაცია ჩავუტაროთ 200 კილომეტრამდე გზას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ზურაბ ალავიძემ გზის ის მონაკვეთები ჩამოთვალა, რომელსაც 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მათ შორის, მან დაასახელა მარნეული - ალგეთის გზის 15 - კილომეტრიანი მონაკვეთი, დმანისის მუნიციპალიტეტში გზის გარკვეული მონაკვეთი, წალკა-აიაზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჭრებალო-ნიკორწმინდისგზის მონაკვეთი და ა.შ.

გარდა ამისა, ზურაბ ალავიძემ რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაკვეთი ყველაზე მოცულობითია, როგორც სირთულით, ასევე ფინანსურად.

„რიკოთის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ 90-მდე ხიდზე და 60-მდე მაგისტრალური გვირაბის გაკეთებაზე, პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიარდ დოლარამდე იქნება. პროექტირება უკვე მიმდინარეობს. ეს არის ურთულესი მონაკვეთი“, - განაცხადა ალავიძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა