მიხეილ ჩხენკელი - უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება მოხდება

განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების ფარგლებში უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება მოხდება. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში შემუშავდებაუმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი.

„უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება. ავტორიზაციის სტანდარტებისადმი შეუსაბამობა, მათთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, უფრო ეფექტური მოდელი. ეს უკვე მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო