კახა კახიშვილი - 1-ელი იანვრიდან ვხსნით გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებას, სადაც გადავიყვანთ პირებს, რომლებსაც სასჯელის მოსახდელად დარჩათ 1 წელი

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ჩვენ ვხსნით გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებას, სადაც გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კახიშვილის განმარტებით, პატიმრებს ამ დაწესებულებაში საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.

„გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მოხდება მსჯავრდებულთა გათავისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იპოვიან მუდმივ სამუშაო ადგილს ან თუ ივლიან სასწავლო დაწესებულებაში. ბუნებრივია, ასევე, მათ ექნებათ საშუალება, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და სადღესასწაულო დღეებში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილმა ასევე, პატიმრების რისკ-ჯგუფების კლასიფიკაციის მოდელზეც გააკეთა განმარტებები.

„ჩვენ დავნერგეთ და განვახორციელეთ რისკების მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მულტიდისციპლინული ჯგუფები - სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, რეჟიმისა და უსაფრთხოების ინსპექტორები სწავლობენ თითოეული მსჯავრდებულის პირად საქმეს, დახასიათებას და შემდგომში, ანიჭებენ რისკს. ჩვენ გვაქვს ოთხი ტიპის რისკი - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. რისკის დადგენის შესაბამისად ხდება მსჯავრდებულების გადანაწილება შესაბამის დაწესებულებებში. მსჯავრდებულებს, გარკვეული თვეების შემდეგ, მისი რისკ-ჯგუფისთვის გადახედვის და მისი შეცვლის მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე განმარტებით, 1-ელი იანვრიდან მსჯავრდებულებს, რომლებიც იქნებიან დაბალი და საშუალო რისკის დაწესებულებაში, საშუალება ექნებათ დისტანციურად მიიღონ განათლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა