თბილისი ხელის გულზე - ახალი წელი ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში

დედამიწის თითქმის ყველა წერტილში, 31 დეკემბერს 12 საათის მოახლოება ფოიერვერკების ცეცხლოვანი წარმოდგენით აღინიშნება. წლის ბოლო წუთების ყველაზე შთამბეჭდავად გასატარებლად დედაქალაქის ყველაზე მაღალი სასტუმროს ”ბილტმორ თბილისის” 30-ე სართულზე მდებარე გამჭვირვალე ”ზიმ” ბარი თბილისელებს საახალწლო პროგრამას სთავაზობს. 360 გრადუსიანი პანორამული ხედები და ფოიერვერკით განათებული ულამაზესი თბილისი - ამ შეთავაზებაზე უარის თქმა ნამდვილად რთულია.

”ზიმ” ბარში საახალწლო წვეულება 23 საათზე დაიწყება. 23:30-ზე საღამოს მუსიკალურ ნაწილს სალომე ყორღანაშვილი გახსნის, 00:30-ზე კი მას გიგა პაპასკირი შეცვლის. 01:00 საათზე სცენა The Five-ს დაეთმობა. 02:30-დან 1 იანვრის დილამდე სტუმრებისთვის კვლავ გიგა პაპასკირი დაუკრავს. ”ბილტმორ თბილისი” სტუმრებისთვის ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტსა და განსაკუთრებულ წასახემსებლებსაც უზრუნველყოფს.

ბილეთების დაჯავშნა დაწყებულია.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო